კორონავირუსთან საბრძოლველად ჩინეთში მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჩინეთში საერთაშორისო
ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ხელმძღვანელისა
და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრაზე მიიღეს. ექსპერტები
ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. ისინი არა მხოლოდ
ვირუსით მახასიათებლებს შეისწვალიან, არამედ გამოიკვლევენ თუ რამდენად
მწვავე მდგომარეობაა ქვეყანაში.
შეგახსენებთ, ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ვირუსით
დაინფიცირების 40171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.