გარდაბანში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე
ე.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“
შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 220 აბი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის
"ა"
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.