„შეცვალეს” წევრებმა სამინისტროსთან თამბაქოს ყუთის მაკეტები მიიტანეს
მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
აქცია-პერფომანსი გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი საქართველოს
ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანას აპროტესტებდნენ.
“შეცვალეს” წევრებმა სამინისტროსთან თამბაქოს ყუთის მაკეტები
მიიტანეს, რომელზეც გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილისა და ვახტანგ
გომელაურის ფოტოები იყო გამოსახული. სამართალდამცავებსა და
აქტივისტებს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
სამოქალაქო აქტივისტებს თამბაქოს ყუთების ჩაბარება სამინისტროს
კანცელარიაში სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა განუცხადეს, შაბათს
უწყების კანცელარია არ მუშაობს