ქარმა ბოლნისში შენობა-ნაგებობები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ქალაქ ბოლნისსა რამდენიმე სოფელს ზიანი მიაყენა, დაბა
კაზრეთში ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი გადახადა.
ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავიც . სტიქიამ სოფლებში
საცხოვრებელი სახლის სახურავები 15 ოჯახს დაუზიანა, ქარმა სახურავი
მოხადა სოფელ ბალიჭში არსებულ რიტუალების სახლსაც. სოფელ დარბაზში
სტიქიამ ორი მოსახლის საცხოვრებელ სახლს გადახურვა მთლიანად მოხადა.
11 მოქალაქის საცხოვრებელ სახლს კი ნაწილობრივი ზიანი მიადგა. ქვემო
ბოლნისში ამბულატორიისა და 9 მოქალაქის სახლების სახურავები
ნაწილობრივ დაზიანდა. სოფელ ბოლნისში შვიდი სახლის სახურავი
ნაწილობრივ დაზიანდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპეციალური კომისია
მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს, რის შემდეგაც
მოქალაქეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.