საქართველოში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს
თბილისში , ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს, ახალგაზრდა მამაკაცს
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ
მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან - 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები
იყვნენ.