ახალი ამბები
რატომ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის სამმა დეპუტატმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ.
ბიბილაშვილს ფორმალურად პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, გერსამია და კალანდაძე კი პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ.

მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, 2 წელია პარტიულ საქმიანობას ჩამოშორებული არიან და „ფოკუსირებული არიან „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე.

„ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით,- ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად ისინი წყვეტენ პარტიულ საქმიანობას, როელიც ამ დრომდე ფორმალური იყო".

მათივე ინფორმაციით, არ აპირებენ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
20:59 / 28.11.2024
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
19:58 / 28.11.2024
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.
28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ
რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ
პროცესებში არ ერევა.
19:01 / 28.11.2024

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე,
2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე
ევროკავშირის მხრიდან.
18:36 / 28.11.2024
პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.