ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2020 წლის 5 თებერვლის
ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა.
2019 წლის 11 მარტიდან მას ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის
მოადგილის თანამდებობა, 2016-2018 წლებში იყო საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2013 წლიდან 2019
წლის მარტამდე იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.
2004-2013 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა
თანამდებობაზე.