ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ოთხი დღის განმავლობაში
მასპინძლობდა უფროსკლასელებს და მათ მასწავლებლებს სამცხე-ჯავახეთის
ექვსივე მუნიციპალიტეტიდან. ბორჯომში მათ ტრენინგები იმ პროექტის
ფარგლებში ჩაუტარდათ, რომელსაც ,,მოზარდის ხმა„ ჰქვია. პროექტი მიზნად
ისახავს მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და
მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ლეპტოპები და ქსელში ჩართული
მობილური ტელეფონები გადაეცათ, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას ჩაწერონ
და დაამონტაჟონ პოდკასტები მათთვის საინტერესო თემებზე.
რადიო-გადაცემა - ,,მოზარდის ხმა“ განთავსდება მედია ცენტრის ვებ
გვერდზე, გავრცელდება სოციალური ქსელით და ხელმისაწვდომი იქნება
ყველასათვის.
პოდკასტების წარმოების პრაქტიკულ კურსთან ერთად, 4 დღიანი ტრენინგების
ციკლის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ლიდერობისა და
გუნდური მუშაობის, ეფექტური პრეზენტაციის უნარების, მედიაწიგნიერებისა
და პიროვნული განვითარების შესახებ.
პროექტს, მოზარდის ხმა ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ph
international-ისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის თანადამფინანსებელია კომპანია ,,IDS
ბორჯომი-საქართველო.“
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების
წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.