საზოგადოება
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს აჩერებს
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს.

აღნიშნულ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ, რომლებსაც სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება მიუვიდათ.
„გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“,- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ემიჯნება.
ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში წერს.
„აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი”, - წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს უპირველესი მოვალეობა საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.
„არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…”
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას.
გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესს წყვეტს საქართველოს უნივერსიტეტი და ასევე, კავკასიის უნივერსიტეტი. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაემიჯნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.