საზოგადოება
ახალციხეში დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.


აქციას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები მართავენ. 

ინფორმაციას "მეცხრე არხი ახალციხე" ავრცელებს.


"გუშინ თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს სახელმწიფომ დაუპირისპირა სპეცრაზმი, სასტიკად დაარბიეს ისინი, განსაკუთრებული სამიზნეები იყვნეენ ჟურნალისტები, 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა. ამიტომ ჩვენ აქტიურმა მოქალაქეებმა და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ დაშავებული ჟურნალისტებისათვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ნათენაძე.


თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა. აქციის დაშლისას სპეცრაზმი იყენებდა ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ.საპოლიციო ძალებმა, ძალა გამოიყენეს მედიის წარმომადგენლებზეც, აქციის დაშლისას დაშავდა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ოპერატორი, "მთავარი", "პუბლიკას" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

ფოტო: "მეცხრე არხი ახალციხე"

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.