ახალი ამბები
იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია
2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.



„2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 633 ათას საერთაშორისო მოგზაურს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 19,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9%-ით გადააჭარბა. იანვრის თვის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი" - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.





რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ,საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად, კერძოდ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივ ბაზრებზე უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული აქტივობები განახორციელა. მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებებითა და ონლაინპლათფორმებით საქართველოს შესახებ არაერთი მასშტაბური კამპანია გაიმართა. პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს, შედეგად 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ზრდის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%) და თურქეთიდან (+16.6%) შედგა.



პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა.

2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +57.3%, საუდის არაბეთი +49.8%, ყაზახეთი +44.8%, ქუვეითი +44.6% და სხვა.



ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

წინასწარი მონაცემებით 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრდა +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით
Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
10:34 / 28.11.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.