ახალი ამბები
ჩინეთიდან კიდევ საქართველოს 2 მოქალაქე გამოიყვანეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაცია საფრანგეთის ჩართულობით ხორციელდება. მისი თქმით, პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უჰანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, თავდაპირველად უხანში სულ საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე მათმა ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ჩინეთი.

"გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, ისინი დღეისათვის იმყოფებიან თურქეთში, მათ მიმართ დაწესდა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან 2 კვირიან სამედიცინო დაკვირვებას და ადგილზე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე, აი ახლა, სწორად ამ წუთებში დაიწყო დამატებით 2 მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ისინი პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ. ანალოგიურად, ისინი განთავსდება საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან შესაბამისი სტანდარტებით საკარანტინო პერიოდს და შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში. აქაც ჩვენი საელჩო საფრანგეთში მონიტორინგს გაუწევს"
, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, საელჩოს ასევე კომუნიკაცია აქვს 200-მდე საქართველოს მოქალაქესთან, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ არიან, თუმცა იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე.

"ბევრი ავიარეისი ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით გაუქმდა, რაც ბუნებრივია, ართულებს ადამიანების ნორმალურ გადაადგილებას, ამის შესახებ მოქალაქეებს გაუწიეთ მყარი რეკომენდაცია, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში დროულად მიეღოთ ზომები და დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში. ყველა მოქალაქე ინფორმირებულია რისკების შესახებ და ის ვისაც, დღემდე კომუნიკაცია არ მოუხდენია საელჩოსთან მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება, რომ საელჩოს საჭიროების შემთხვევაში საშუალება მიეცეს დროულად მოახდინოს რეაგირება. ბევრ ჩვენს მოქალაქეს ასეთი დახმარება აღმოუჩინეს, საორგანიზაციო ხასიათის, რა თქმა უნდა, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა, ავიარეისების შერჩევა ასეთ პირობებში მარტივი არ არის, ხდება რეისის გადადება ან გაუქმება, შესაბამისად, ცდილობს საქართველოს საელჩო ადგილზე, რომ მოახდინოს ახალი მარშრუტების იდენტიფიცირება და მოქალაქეებს მისცეს შესაბამისი ინფორმაცია",- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს და სოლიდარობა გამოუცხადა ჩინელ ხალხს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.