ახალი ამბები
ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაცია ჩაუტარა. ექიმმა დღეს, პირველ თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარება გაუწია.

გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება:

"ჩვენი მოსახლეობისთვის არის დიდი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ამ რეგიონს, ჩემი აზრით, სჭირდება უფრო მეტი, გაათმაგებული ყურადღება, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებს. ამით ჩვენ დავანახებთ ჩვენს მოძმეებს, აფხაზები იქნებიან თუ ოსები, რომ საზღვართან მიმდებარე სოფლები არ არის მიტოვებული, რომ მათ აქვთ საშუალება, მიიღონ მეტი დახმარება... თუ ჩვენ აქ შევქმნით ბევრად უკეთეს სიტუაციას, მოსახლეობა გრძნობდეს ბევრად მეტ ყურადღებას ქვეყნისგან, მოქალაქეებისგან, ეს რეგიონები შენარჩუნდება. ყველამ ვიცით, რაც ხდება, არის დაცლის საფრთხე და ეს არის ჩვენი მეზობელი ოკუპანტის ინტერესი, შეიძლება თავისუფლად გადმოწიოს ე.წ. საზღვარი".

28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ რეგიონში პაციენტის სანახავად მიდიოდა. დე ფაქტო სასამართლომ მას 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.

წყარო: on.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.