ახალი ამბები
გამანადგურებელი ანგარიში - რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი დასრულდა
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.

დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.

ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.

ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.

21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და ვლახები წინ გაიჭრნენ.

საქართველოს ნაკრების თამაშში
წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.

მეორე ნახევარი ჩვენმა გუნდმა პირველის მსგავსად კარგად დაიწყო და მირიან მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან გარდასახვა გააცუდა.

სამწუხაროდ, ვლაიკუმ მალე ლელო გაგვიტანა, გარდასახა კიდეც და თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში მანვე საჯარიმო ვერ გამოიყენა.

აქედან მოყოლებული "ბორჯღალოსნებმა" ინიციატივა ხელთ იგდო - ბექა გიგაშვილმა, ორჯერ დავით კაჭარავამ და გიორგი ჭყოიძემ შეტევები ლელოთი დააგვირგვინეს, აბჟანდაძემ გარდასახვები გამოიყენა და 41:13.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.