ქმარზე და შვილებზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
11:07 / 01.02.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის განყოფილების
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის
ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში
დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა
ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს - 1986 წელს
დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს - 2004 წელს დაბადებულ
მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე
სისტემატურად ძალადობდა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან
მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში
ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა
მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.