ახალი ამბები
როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზამთრის ბოლო თვის ასტროპროგნოზი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებას გვპირდება. იარეთ დასახული მიზნებისკენ თავდაჯერებულად და არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

ვარსკვლავები და პლანეტები წარმატებებს გვპირდებიან. რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს მეტი სიფრთხილე და დაკვირვება დასჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის თებერვალი უარყოფითი პერიოდი იქნება. 

ვერძი

ვერძებს თებერვალში მრავალი მნიშვნელოვანი საქმე გელოდებათ, რომელთა გადადება, უბრალოდ, არ შეიძლება. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით უნდა იყოთ წვრილმანების მიმართ. არის ალბათობა, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვით არ წარიმართოს.

თუ ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვან სფეროს აირჩევთ, ეს სამუშაო უნდა იყოს. კარგი პერიოდია საყიდლებისთვის. თებერვალი თქვენთვის იქნება პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა დიდი ძალისხმევისა და ბევრი დროის დაკარგვის გარეშე.

კურო


კუროებმა კონცენტრირება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე უნდა მოახდინოთ, ხოლო ყველაფერი მეორეხარისხოვანი დროებით გვერდზე გადადოთ. თუ ახლობლებს დახმარება სჭირდება, დაუთმეთ მათ მეტი დრო. თუ დასვენება და გარემოს შეცვლა მოგინდებათ, თუ შესაძლებლობა გექნებათ, ასეც მოიქეცით.

სასურველის მოზიდვაში პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ. სირთულე ყველას აქვს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენს წარმატებებს განსაზღვრავს ის, თუ როგორც ვუმკლავდებით შინაგან დაძაბულობას.

ტყუპი

ტყუპებისთვის თებერვალი ძალზე ხელსაყრელი პერიოდია. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს შეეჭიდოთ. დაგჭირდებათ ცხოვრებაზე ახლებური შეხედულებები, რეკომენდებულია მსოფლაღქმის შეცვლა. ამასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ საკუთარი შეხედულებების თავსმოხვევა.

კარგი დროა სიყვარულისთვის, ახალი ურთიერთობების დაწყების, საოჯახო საქმეების, რემონტისა და გადასვლისთვის. კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ფიზიკური აქტიურობა, სეირნობა, ახალი ნაცნობობა.


კირჩხიბი


ძალზე მნიშვნელოვანი თვეა კირჩხიბებისთვის. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ჰარმონიული, აღმშენებლობითი იქნებიან, მზადყოფნაში, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდონ. შეძლებთ ბედისწერის შეცვლას და კარმის გაწმენდას. ამისთვის უნდა გააკეთოთ ბევრი კეთილი საქმე, დაისახოთ მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანები. თებერვალში აჯობებს, რომ არ მიჰყვეთ დინებას, არამედ ბედნიერებისკენ მიმავალი საკუთარი გზა გაიკვლიოთ.

იღბალი განსაკუთრებით დამოუკიდებელი ადამიანების გვერდით იქნება, ასევე მათ ეწვევა, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ცივი გონებით შეუძლია. 


ლომი


ლომებს მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. იქნება ბევრი მსურველი, რომ გზაზე გადაგეღობონ, ჩაგიშალონ გეგმები. ასევე, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან, მეგობრებთან. პანაცეა ამისგან თავდასაცავად გახდება სიკეთე, გულისხმიერება, კომპრომისების მოძიების უნარი.

თებერვალი არცთუ საუკეთესო დროა რამე მოთხოვნების, ულტიმატუმების წამოსაყენებლად. პლანეტები და ვარსკვლავები ლომებს უფრო მეტ წარმატებებს თვის ბოლოს გპირდებიან. ამიტომ თვის პირველ ნახევარში ნუ გარისკავთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს. 


ქალწული


ქალწულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დასაწყისი: დღის, კვირის, თვის. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თებერვალი კარგი განწყობით, პოზიტიური ნოტით დაიწყოთ. ასე შეძლებთ ცხოვრებაში კარგი მოვლენების მოზიდვას, იღბლიანობის ამაღლებას. ვარსკვლავები მძლავრ ინტუიციას გიბოძებენ, ასე რომ, რთულ მომენტებში შეძლებთ წყლიდან მშრალად გამოსვლას.

შეძლებთ შიშებისგან გათავისუფლებას, უფრო თავისუფალ აზროვნებას. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო სამუშაო გახდება, თუმცა, ასევე შესაძლებელია წარმატებების მიღწევა სიყვარულშიც. 



სასწორი

სასწორები თვის დასაწყისში უნდა მოერიდოთ მარტოობას. ახლობლებთან ურთიერთობაში დევს პოზიტიური ძალა, რომელიც შეგმატებთ ოპტიმიზმს, თავდაჯერებულობას, იღბლისა და წარმატების რწმენას. განაგრძეთ სვლა ჩანაფიქრის განხორციელებისკენ. უმოქმედობას ასტროლოგები არ გირჩევენ. გაარკვიეთ, რა გსურთ ამ ცხოვრებაში, შეხედეთ სიმართლეს თვალებში და მას ზურგი არ აქციოთ.

ვარსკვლავები და პლანეტები თქვენს იღბლიანობას გაზრდიან და ცხოვრების ყველა სფეროში მხარდაჭერას გამოხატავენ. იდეალური დროა თვითრეალიზებისა და შემოქმედებითი პროგრესისთვის.


მორიელი


მორიელებმა ადამიანების მიმართ მეტი დიდსულოვნება უნდა გამოიჩინოთ, არ უთხრათ მათ უარი მხარდაჭერასა და დახმარებაზე. ეს სიკეთე თებერვალში არაერთხელ დაგიბრუნდებათ უკან. ასევე, იდეალური თვეა ახალი საქმეების წამოწყებისთვის. ზოგადად, შეგიძლიათ ცხოვრების ხელახლა დაწყება.

ზამთრის ბოლო თვე შესანიშნავი დროა  მოგზაურობისა და გარემოს გამოცვლისთვის. ასევე, შეგიძლიათ, შეიძინოთ ან გაარემონტოთ ავტომობილი. ასევე კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და სამუშაოს შეცვლისთვის.


მშვილდოსანი

ამ თვეში მშვილდოსნები შეძლებთ განცდებისა და ზოგიერთი მტკივნეული კომპლექსისგან გათავისუფლებას. ადამიანებთან ურთიერთობებში, სჯობს, ნაკლებად ამპარტავანი, ამაყი და ქედმაღალი იყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ იფიქროთ წარსულზე და სენტიმენტალური გრძნობები არ გააღვიძოთ. ამან, შესაძლოა, ახალი განცდები მოიტანოს.

თებერვალი აჯობებს, თუ ყველაფერს მარტივად და იუმორით შეხედავთ. ეს დაგეხმარებათ ახალი მისწრაფებების, თავდაჯერებულობის, იღბლის მოზიდვაში.


თხის რქა


ჩხუბი, სკანდალი ოჯახსა და სამსახურში, შესაძლოა, ჩვეულებრივი რამ გახდეს თებერვლის პირველ დღეებში. ეცადეთ, ასეთ ვითარებებს მოერიდოთ. თვის შუა რიცხვებში ვარსკვლავების განწყობა და ენერგეტიკა აღდგება. ამასთან, მოიმატებს იღბლიანობა ცხოვრების ყველა სფეროში, გაჩნდება წინსვლის სურვილი, ენთუზიაზმი და მოტივაცია სამუშაოზე.

თებერვლის შუა რიცხვებიდან დაუთმეთ მეტი დრო ოჯახს, სახლს, საქმეებს. რთულ მომენტებში გადაწყვეტილებების მიღებაში ვარსკვლავების მიერ გაძლიერებული ინტუიცია დაგეხმარებათ. ისინი გამოგიგზავნიან იდუმალ სიგნალებს. ზამთრის ბოლოს უსაქმოდ არ გაჩერდეთ.


მერწყული

მერწყულები თებერვალში რამდენადმე ჭირვეული გახდებით, რასაც ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში მცირეოდენი დისონანსი გამოიწვევს. ასტროლოგები ზოდიაქოს გულწრფელ ნიშნებს მიგაკუთვნებენ, რაც ნიშნავს, რომ ახლა უნდა იყოთ ის, ვინც ხართ. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს მიიზიდავთ. შეძლებთ ახალი მეგობრების პოვნას, მნიშვნელოვანი კომპრომისის მოძებნას.

თვის ბოლოს შესაძლებელია განწყობის სპონტანური ცვლილებები, დეპრესიული აზრების მოძალება.  აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები ან უნდა გადადოთ, ან 21-22 თებერვლამდე ჩაატაროთ.


თევზები


თევზები მგრძნობიარე ადამიანები ხართ მომატებული ემპათიით. ეს ნიშნავს, რომ კარგად გრძნობთ გარშემომყოფების განწყობას. ეს უნარი დაგეხმარებათ, განამტკიცოთ კავშირი საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან, შთაბეჭდილება მოახდინოთ ნაცნობებზე. მგრძნობელობის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა, გაჩნდეს განწყობის მცირეოდენი გაუწონასწორებლობა, ახალი ფობიები.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.