ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების(ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა)
გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი -კარწახის (თურქეთის
რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთში,
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია