ახალი ამბები
არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ინფექციურში შეყვანილი 4 პირიდან, კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

„გუშინ იყო 4 შემთხვევა, რომელიც ჩვენი კლასიფიკაციით არ ჯდებოდა სავარაუდო შემთხვევათა განსაზღვრებებში, მაგრამ მაინც იქნა მათზე განსაკუთრებული ზედამხედველობა დამყარებული. 2 ჩინელი ბავშვი, ტყუპები, რომლებიც გადმოყვანილები იყვნენ ყაზბეგიდან ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სწრაფი ტესტებით დაუდასტურდათ, რომ იყო A ტიპის H1N1 ვირუსი. შემდეგ ეს ლუგარის ლაბორატორიაშიც დადასტურდა, რასაც საზოგადოება „ღორის გრიპს“ ეძახის, ანუ კორონავირუსული ინფექცია გამოირიცხა. რაც შეეხებოდა ორ ჩვენს თანამემამულეს, ქალს და კაცს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თვითდინებით მიმართა ინფექციურს და მეორე აეროპორტიდან იქნა გადაყვანილი. ისინიც გაიტესტდნენ სწრაფი ტესტით გრიპზე. აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. დღეს მათი ჯანრმთელობა სრულად დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინვე აღებული იქნა სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის.

„სინჯები ორჯერ გავტესტეთ. ჩვენ ვდგამთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის 5 კორონავირუსის ტიპზე და მათ შორის მერსიკომზე, რომ აღარ ვთქვათ გრიპი და ა.შ. მერსიკოვი იყო კორონავირუსი, რომელმაც 2012 წელს გამოიწვია ეპიდაფეთქება. არცერთ ვირუსზე იქ დადებითი რეაქცია არ იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ის სუბტიპი კორონავირუსზე, რომელიც ტრიალებს ჩინეთში, ეს გვექნება, იმედი მაქვს, სამშაბათს ან ოთხშაბათს. გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები სრულად ჯანმრთელები არიან, მათი სინჯები გავგზავნოთ როტერდამში, სადაც მოხდება იმ სუბტიპზე გატესტვაც. გრძელდება მუშაობა ქვეყანაში ფართოდ გაშლილი ფრონტით. დღეს სამინისტროში შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო. პანიკის საფუძველი არ არის ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მნიშვნელოვანია, სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის იმპორტი და თუ ეს მაინც მოხდა, დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.