დღეს თამარობა აღინიშნება
დღეს, 31 იანვარს თამარობა
აღინიშნება. თამარ მეფე ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად არის
შერაცხული.
თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად
წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. იგი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და
დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა,
შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა
თვითმფლობელობითა მპყრობელი".
თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ.
მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ
იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს
იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.
თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს მართლმადიდებელი
ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს, 14 მაისს კი, მისი ხსენების
დღეს.