ბორჯომში ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაზე იმსჯელეს
14:54 / 30.01.2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის
შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.გეგმის სრულყოფისა და პრიორიტეტული
საკითხების განხილვის მიზნით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც
კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელაბი
ესწრებოდნენ.შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის კონსულტანტთან თენგიზ
ლომიტაშვილთან ერთად, გენერალური გეგმის დეტალები და მუნიციპალიტეტის
ტურისტული პრიორიტეტები განიხილეს.
ბორჯომის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სამუშაო
დოკუმენტი,სადაც განისაზღვრება ის პრიორიტეტები და
მიმართულებები,რომლებიც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის
შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3: სოფლის განვითარების
გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP), პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU)
დაფინანსებით. აღნიშნული პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის
განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ნაწილია და
მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების
მხარდაჭერა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური
შესაძლებლობების გაზრდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების
წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.