ასტრონომები აქვეყნებენ ფოტოს,
რომელიც მათივე თქმით წარმოადგენს მზის ზედაპირისთვის ამ დრომდე
გადაღებულ ყველაზე დეტალურ სურათს.
ფოტო ჰავაიზე სულ ახლახანს გახსნილმა დენიელ კეი ინოუეს მზის
ტელესკოპმა გადაიღო.
მოცემული ფოტო ტელესკოპმა პირველი ტესტირებისას გადაიღო, რასაც
ასტრონომები „პირველ შუქს“უწოდებენ. ინოუეს ტელესკოპი აშშ-ის
ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ააგო; განთავსებულია უძველეს ვულკან
ჰალეაკალას მწვერვალზე. ეს ვულკანი ადგილობრივთათვის წმინდა ადგილია
და მისი სახელი ჰავაურ ენაზე „მზის სახლს“ ნიშნავს. ალბათ ძნელი
იქნებოდა უკეთესი ადგილის მოძებნა მზის კვლევისათვის შექმნილი
მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპის განსათავსებლად, არა?
ტელესკოპს სახელი ეწოდა ჰავაის სენატორ დენიელ ინოუეს პატივსაცემად,
რომელიც 2012 წელს დაიღუპა და ხელს უწყობდა, რომ ჰავაი ასტრონომიის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გენერატორად ქცეულიყო. ტელესკოპის ძირითადი
სარკის დიამეტრი ოთხი მეტრია.