საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას წელს ხაშური უმასპინძლებს
საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას წელს ხაშური უმასპინძლებს. ამით all star-ის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში ტარდებოდა და წელს მისი ხაშურში ჩატარება ამ ქალაქში ახალი სპორტკომპლექსის აშენების შემდეგ გადაწყდა.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. ოლ სტარი 2020 წლისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.

ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავების მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის პირველი წრის შედეგებით 6 საუკეთესო მოთამაშე – საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა), ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი)– მიიღებს, ხოლო ჩატენვების კონკურსის მოგებას 3 პრედეტენტი ეცდება – ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), კოლინ მალკოლმი (ბათუმი) და ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი).

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული ხაშურის ახალი სპორტკომპლექსის ადმინისტრაცია. დარბაზში მოსულ გულშემატკივარს სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეების მატჩისა და კონკურსების გარდა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრის ყურების საშუალებაც ექნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს all star-ის რეგიონებში ჩატარების ტრადიციას, რისი ხელშემწყობი პირობაც სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე და დასრულებული დარბაზების მშენებლობაა.

ხაშურის სპორტკომპლექსში ყველა ვარსკვლავის მატჩი აქცია 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.