მსოფლიოს ქვეყნები უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ
მსოფლიოს ქვეყნები უხანიდან
საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ. აშშ-ის ინფორმაციით,
ჩინეთიდან დაახლოებით 300-მდე ამერიკის
მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება. მათ შორის იქნებიან დიპლომატები
და მათი ოჯახის წევრები. სპეციალური რეისი ჩინეთში უკვე გაფრინდა.
დღესვე ჩარტერული რეისი იაპონიიდან განახორციელებს იაპონიის
დაახლოებით 200 მოქალაქის ევაკუაციას, რომელებიც ტოკოიში ხვალ
შუადღისთვის ჩავლენ. ქვეყნის მთავრობა კიდევ დამატებით 2 ჩარტერული
რეისის განხორციელებას გეგმავს, რათა დარჩენილი 400-მდე მოქალაქე
უხანიდან გამოიყვანოს.
ევაკუაციის გეგმებზე საუბარი შედგა ავსტრალიის მთავრობასა და ჩინეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. ქვეყანაში ამბობენ, რომ უხანიდან
მოქალაქეების გამოყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება.
სამხრეთ კორეა საკუთარ მოქალაქეებს 4 ჩარტერული რეისით გაიყვანს.
ჩინეთის დატოვებაზე განაცხადი დაახლოებით 700-მა სამხრეთ კორეის
მოქალაქემ გააკეთა.
მიმდინარე კვირას განხორციელდება სპეციალური რეისები ჩინეთის
მიმართულებით საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც.
წყარო: ინტერპრესნიუსი