მიმართვა „ფორმას გაგხდით“ დანაშაული არ არის - შს მინისტრი
"მახსოვს კადრებში ეუბნება, ფორმას
გაგხდიო, ეს არაა დანაშაული", - ასე აფასებს ლევან იზორიას ძმის
მუქარას პოლიციელისადმი, შს მინისტრი
ვახტანგ გომელაური.
"უარესები ხდება", - ამბობს შს
მინისტრი.
"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ როცა მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ, რომ
გააჩერეს და რაღაც ინციდენტი მოხდა, მეც დავარქმევდი, რომ რაღაც
უმნიშვნელო. იქ არ მიდის არც ხელით შეხება და არც გინება. ასეთი
პრეცედენტი ძალიან ბევრი ხდება. თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე
ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომელსაც არ ვაკავებთ. პოლიციას იქ არ
აგინებს", - განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, რა უძღოდა წინ
დაპირისპირებას.
საუბარია 23 იანვარს ტელეკომპანია
მთავარის მიერ გაავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს
პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის,
ლევან იზორიას ძმას, ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების
ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებს. ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული,
როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს
იკავებდა.