ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგა.
„ამ დროისთვის, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო
გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”