თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა
35 ადამიანი დაღუპა და 1600-ზე მეტი დაშავდა თურქეთში მომხდერი
მიწისძვრის შედეგად. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოსახლეობის
გადარჩენას ამ დრომდე აგრძელებენ.
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს, ელიაზიგის
პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა
ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ
ქვეყნებშიც იგრძნობოდა.