„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება
ხვალიდან, 27 იანვრიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები იწყება.
აღნიშნული პროგრამის საშუალებით, მოსახლეობას საშუალება ექნება თავად
გადაწყვიტოს კონკრეტულად რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის
განხორციელებას მოხმარდება მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
ბორჯომისთვის წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 456 000 ლარი გამოიყო.
ამდენივე დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შეხვედრებს დაესწრებიან მერის წარმომადგენლები სოფლებში და
ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელები.
შეხვედრები სოფლებსა და დაბებში 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში, 34 პროექტი განხორციელდა.
ცენტრალური ბიუჯეტიდან 456 000 ლარი გამოიყო, ამას დაემატა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი თანადაფინანსება . ჯამში სულ 912
000 ლარი დაიხარჯა.