თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს
ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შუერთდნენ.
ადგილზე მედიკოსები მგზავრებს, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე
პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია
ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით-
„ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ
მყოფ ქვეყნებს შორისაა. სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციასთან აწარმოებს და საქართველოში “კორონავირუსის”
გავრცელების პრევენციისთვის საერთაშორისოდ დადგენილ ღონისძიებებს
შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს“.