თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრას 29 ადამიანი ემსხვერპლა. არ არის გამორიცხული,
რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს
. თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში მიწისძვრას 29 ადამიანი
ემსხვერპლა, დაშავებულია 1466 ადამიანი,
ნანგრევებიდან 43 ადამიანი ამოიყვანეს. დანგრეულია 30 შენობა, 81 კი
დაზიანდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD) -ს
ინფორმაციით 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად
(ელაზიღის პროვინცია) პარასკევს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე
მოხდა. სეისმოლოგებმა 2,7-დან 5,4-მდე მაგნიტუდის 35 მიწისქვეშა ბიძგი
დააფიქსირეს. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის აღმოსავლეთის 12
პროვინციაში, ასევე სირიის ჩრდილოეთში. საგანგებო სიტუაციების
სააგენტოს მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში 28 პროვინციიდან
493 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.