ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაგისტრალზე, კერძოდ კი ქვემო
ფონიჭალაში, იქ სადაც ავტობანი მთავრდება და გადასასვლელია ძველ
გზაზე. ერთმანეთს "კიას" მარკისა და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები
შეეჯახნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მცირეწლოვანი ბავშვი
მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში
იმყოფებოდა.
დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა
ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო
დახმარების ეკიპაჟები.