დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა
დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის
მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა. მას ბრალი სისხლის
სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით და 236-ე
მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინა.
(განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის
მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) ასევე 236 მუხლის მეორე და
მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა). ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ
მასალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას", - განაცხადა
გამომძიებელმა.
"არც ერთ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს, ყოველგვარ
შემხებლობას საქმესთან უარყოფს, ჩვენ დღემდე, ამ დრომდე არ
გადმოვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ
ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, თუმცა
ეჭვი მეპარება, რომ რამე პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეს.
ამოცნობა არ ჩატარებულა, თუმცა ის დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ
იცნობს და მათ არ შეხვედრია", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა გიგა
ბოგვერაძემ.