ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ხაშური-ბორჯომის გზის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობაზე დაწესებული
შეზღუდვები მოხსნილია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ1–კმ27 (ხაშური-ბორჯომი) მონაკვეთზე მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე,
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.