თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებისა და
დაშავებულების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ
დროისთვის ინფორმაცია არ მიუღია.
24 იანვარს, მიწისძვრა აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით, 20:55
საათზე მოხდა. სიმძლევრემ , 6.8 მაგნიტუდამ შეადგინა. ბოლო
მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 1015-ს
აღწევს.