დიდთოვლობის გამო ბორჯომი-ხაშურის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ
ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიასთან საავტომობილო მოძრაობა დროებით
შეფერხებულია.
გზაზე რამდენიმე ტრაილერია გაჩერებული, რის გამოც შეიქმნა საცობი და
ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. ადგილზე მობილიზებულია საპარტული
პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ფოტოების ავტორი: თიო
გახარია