ახალი ამბები
"კონგრესმენების წერილი შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს" - ირაკლი კობახიძე
წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ არის ისეთი უზუსტობები მოყვანილი, რომელთა დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართულ საზოგადოებას,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წერილში არაერთი ცდომილებაა, მათ შორის 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაწილში.

„არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის, რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ, აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა. თქვენ იცით, რომ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე, არცერთხელ არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებითი ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობები.

ასევე ანაკლიასთან დაკავშირებით არის არა ერთი ფაქტობრივი უზუსტობა. ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო კომპანია, რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მითუმეტეს გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ეხლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების დროს. მათ ვერ შეძლეს ინვესტორების მოზიდვა და ეხლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება“,-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება რეაგირება წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით, მათ შორის უშუალო კომუნიკაციის ფორმით.

„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და იფუთებოდა ხოლმე ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ეს იყო სამწუხარო რეალობა. ისინი ფუთავდნენ ადამიანების წამებას, ძალადობას ადამიანების წინააღმდეგ და ა.შ. ანუ თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ასეთი ქმედებები და ზოგადად საქმიანობა წინა ხელისუფლების სამწუხაროდ ჰპოვებდა მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. ესენი ამას ახერხებდნენ, თუმცა ეს არის ინდივიდუალური განცხადებები. იგივე რომ ნახოთ ევროპული პარლამენტი, ერთი და იგივე დეპუტატები არიან, ჩვენ მათ მიმართ რა თქმა უნდა პატივისცემას გამოვხატავთ, თუმცა არის ერთი და იგივე რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მუდმივად აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ განცხადებებს. ეს არის მათი რესურსი, მათ აქვთ მათ შორის იპპ-სთან ურთიერთობა. იპპ არის საკმაოდ შეკრული საერთაშორისო პარტიული ორგანიზაცია, თუმცა ამის მიუხედავადაც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭირს რამდენიმე ევროპარამენტარზე მეტის მობილიზება თავის მხარდასაჭერად. ეს არის რეალობა, რატომ, იმიტომ, რომ რეალურად ევროპარლამენტარები კარგად ხედავენ ამ ყველაფერს და შესაბამისად, ნაცმოძრაობის მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდება, რომელიც მხოლოდ სიმართლეზე და ფაქტების რეალურ ანალიზზე იქნება დამყარებული.

„ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას როგორც კონგრესმენებისგან, ასევე ევროპარლამენტარებისგან და სხვადასხვა პოლიტიკოსისგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალციხეში,
შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია
მიმდინარეობს.
18:41 / 29.11.2024
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი
თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც
16:57 / 29.11.2024
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს
წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესს აჩერებს.
14:12 / 29.11.2024
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს.
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი
თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში
დაწერა.
12:03 / 29.11.2024
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების
წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ
11:49 / 29.11.2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.