საქართველოში 2019 წლის 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა
დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921
დაშავდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე
დაყრდნობით
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულთა რაოდენობა 5
%-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები
9,5%-ით, დაშავებულოთა რაოდენობა კი 12 %-ით შემცირდა.
რაც შეეხება წინა წლებს:
2018 წელს 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც
გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047
2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი
და დაშავდა 8461
2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და
დაშავდა 9951 ადამიანი
2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა
602 ადამიანი და დაშავდა 9187
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო
მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის
ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი
სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში.