პატრიარქს ბათუმის კლინიკაში გამოკვლევა უტარდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, ერთ-ერთ
კლინიკაში გადაიყვანეს სადაც მას გამოკვლევა უტარდება.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით პატრიარქი კლინიკაში გეგმურ
შემოწმებას იტარებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ
არის.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში
იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს
ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის
უცნობია",- განაცხადა დეკანოზმა.
როგორც ექიმი ცისანა შარტავა ამბობს „გაუგებარია, ეს
უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა. უწმინდესი რამდენიმე დღით ამ დაღლილი
განრიგის შემდეგ დასასვენებლად წავიდა ქალაქგარეთ. თბილისში ვუტარებთ
ხოლმე იანვარსა და თებერვალში გეგმურ გამოკვლევებს, რადგან იქ იყო, იქ
შესთავაზეს თავისმა ახლობლებმა გამოკვლევა. მაღალი დონის კლინიკაა,
მაღალი დონის აპარატურით, გეგმური გამოკვლევები
უტარდება“.