სავარაუდოდ გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 წლის პაციენტი კვირას, 19 იანვარს
შეიყვანეს,
თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი
ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.