კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს
მოქალაქის,
ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება
- ვერცხლისწყალი 106,58 გრამი გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს
გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო
საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას
გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.