ახალი ამბები
ხვალ პარლამენტში სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ
ხვალ, 21 იანვარს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს და იმ საკითხებს," რაზეც ომბუდსმენი აპელირებს", პასუხი გაეცეს.

"მოსმენა მოითხოვა სახალხო დამცველმა და ასევე, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა. ჩვენ ორივე მათგანის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჯერ გვექნება ქალბატონი ლომჯარიას, შემდეგ ქალბატონი თეა წულუკიანის მოსმენა.მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს განხილვა, მით უკეთეს, როცა იყო გარკვეული ცალმხრივი ბრალდებები არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან და ასევე, ომბუდსმენმაც გარკვეულ საკითხებზე მოახდინა აპელირება, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც დავიწყეთ 2012 წლიდან გრძელდება დღემდე, ცალსახად ვხედავთ გაუმჯობესებას. რასაც ამბობს ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ერთადერთი და აბსოლუტური ჭეშმარიტება. ჩვენ გვჭირდება იუსტიციის სამინისტროს შეფასება. ჩემი შეფასებით, ჩემი აღქმით და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაქვს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმა გრძელდება და მიღწევებს, რომელიც გვაქვს, ჯერ- ჯერობით საფრთხე არ დამუქრებია და დარწმუნებული ვარ, არც მომავალში დაემუქრება"- განაცხადა სოფო კილაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და
13:13 / 30.11.2024
იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. განცხადებას, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერს იუსტიციის სახლის 500-ზემეტი თანამშრომელი
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ
ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
12:42 / 30.11.2024
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
ახალციხეში,
შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია
მიმდინარეობს.
18:41 / 29.11.2024
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი
თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც
16:57 / 29.11.2024
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს
წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესს აჩერებს.
14:12 / 29.11.2024
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.