ახალი ამბები
ვახტანგ რობაქიძემ შესაძლოა გამოძიებას მიმართოს
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძის თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მას შეაგინა და დაემუქრა. რის გამოც არ გამორიცხავს რომ შესაძლოა გამოძიებას მიმართოს.
დაკავებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მან პენიტენციური დაწესებულება წუხელ დატოვა. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, იმ მომენტში, როცა ინციდენტი მოხდა, მას ოხანაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი არასრულწლოვანი შვილები არ დაუნახავს.
„ანრი ოხანაშვილი შვილებთან ერთად რომ იყო, არ დამინახავს. ის რამდენიმე მაგიდით იყო ჩემგან დაშორებული, დაჯდომისთანავე პირდაპირ ანრი დავინახე, მის მაგიდასთან არ მივსულვარ და არ მიმიმართავს, ჩემი მაგიდიდან დავუძახე, შენ ხარ სამშობლოს მოღალატე-მეთქი. კაფეში ბევრი ადამიანი იყო და პირადად ანრი ოხანაშვილს მივმართე. ის ჩვენებაში იმასაც მიუთითებს, ჩემს შვილებსაც და მეუღლესაც ემუქრებოდაო. სულ არ ვიცი ანრის შვილები, მეუღლე ჰყავს თუ არა. გინებაზე გადავიდა ჩემი მისამართით. მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ან მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. გასვლისას მომაძახა, მე გაჩვენებ შენ ვინ ვარ და რას დაგმართებო. ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ძალადობრივი მეთოდებით დამაკავეს“, - განაცხადა რობაქიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა, თავადაც მიმართოს გამოძიებას ოხანაშვილის წინააღმდეგ, რობაქიძე აცხადებს, რომ ამას იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, თუმცა, აღნიშნულს არ გამორიცხავს.
„შეიძლება ასეც მოხდეს, არ გამოვრიცხავ, იურისტებთან ერთად გავივლი ყველაფერს. დღეს გამოკითხვაზე ვარ დაბარებული, დეტალურად შეისწავლიან ინციდენტს, დაწყების მომენტიდან. ასევე ვასაჩივრებთ მოსამართლის გადაწყვეტილებასაც, ასევე ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. დღეს უნდა ჩამიტარონ სამედიცინო ექსპერტიზაც დაზიანებასთან დაკავშირებით. დაზიანება პოლიციაში ერთ-ერთმა პირმა მომაყენა, ჩემ მიმართ განყოფილების უფროსი ძალიან აგრესიული იყო.
გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ვინ აყენებდა პოლიციას ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.