აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების
სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი
დანიშნა.
კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და
აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური
მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის
მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის
განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში,
ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან,
დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო
წარმომადგენელიც იყო.
დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის
თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.