NDI-ს ახალი კვლევის თანახმად,
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად
გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
აღნიშნული მონაცემი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით არის
შემცირებული.
ეკლესიის საქმიანობას უარყოფიდა 12% , საშუალოდ 25%, აფასებს, ხოლო
12% ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19
ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35)
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე
გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო