მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს - NDI
მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი
ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც
ნოემბერში ჩატარდა და დღეს, 16 იანვარს გასაჯაროვდა.
თუ კი გასული წლის აპრილში რუსთავი 2-ის ნდობის მაჩვენებელი 28
პროცენტი იყო, ჟურნალისტების წამოსვლისა და მთავარ არხზე გადასვლის
შემდეგ ეს მაჩვენებელი 12 პროცენტამდე დაეცა. ამავე პერიოდში სამი
თვის შექმნილმა ტელევიზიამ, მთავარმა არხმა საზოგადოების 18 პროცენტში
მოახერხა ნდობის მოპოვება.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ND) მიერ ჩატარებული კვლევის
საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით
მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.