ბაკურიანში ანრი ოხანაშვილს თავს დაესხნენ
ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრი, ბაკურიანის
ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ერთ-ერთმა პირმა მას
მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ინციდენტში მონაწილე პირი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და
ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.