სახელმწიფო დროშის დღე ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აღინიშნა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღესთან
დაკავშირებით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო თემატური გამოფენა.
სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ ისაუბრა საბიბლიოთეკო გაერთიანების
დირექტორმა ნაირა ამანათაშვილმა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა
შეკრებილებს გააცნეს ინფორმაცია ადრეული და თანამედროვე ქართული
დროშების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა ბიბლიოთეკის მკითხველი, სტუმარი ქუთაისიდან
ავთანდილ გეწაძე, რომელმაც ისაუბრა ბრძოლების დროს მედროშისა და
დროშის დანიშნულებაზე; ბიბლიოთეკის თანამშრომლებს კი მოუწოდა,
პატივისცემის ნიშნად, სახლებზე სახელმწიფო დროშები გამოფინონ.