რა დაუჯდება ქვეყანას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?
2020 წლის საქართველოს პარლამენტის
არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
დადგენილებაშია აღნიშნული, არჩევნების ჩატარების ღონისძიებები
ქვეყანას 32,349,928 ლარი დაუჯდება. აქედან 19 მილიონ ლარზე მეტი
შრომის ანაზღარურებისთვისაა გამოყოფილი, ხოლო 9 მილიონი ლარი
საქონელსა და მომსახურებაზე.
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის 1 061 000 ლარი
დაიხარჯება. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. კერძოდ, ამ
მიმართულებით 7,238,050 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება, რეკლამას, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის
განთავსების ხარჯი 2,111,674 ლარს შეადგენს.