დღეს და ხვალ ითოვებს
9-10 იანვარს საქართველოს მთიან
ზონებში მოსალოდნელია თოვლი,-ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
„9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი,
ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.