ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა
ბორჯომში, სოფელ ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს
მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევის ადგილზე დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც გადაიყვანეს
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. ტელეკომპანია "ბორჯომს" საავადმყოფოში
უთხრეს, რომ დაშავებულს აღენიშნება სავარაუდოდ კისრის მალის
დაზიანება, კვლევის ჩასატარებლად კი 27 წლის ქალი გადაყვანილი იქნება
თბილისის სამედიცინო ცენტრში.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღიძრა სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით
აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ
სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება გამოიწვია.