ახალი ამბები
#ქალაქიხასიათით - კონკურსის გამარჯვებულები კომპანია "ბორჯომმა" დააჯილდოვა
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ნინო ვართაპეტიანის ვიდეო, რომელიც ბორჯომის ხასიათს აღწერდა, გახდა კომპანია "ბორჯომის" რჩეული. ამავე კატეგორიაში მოხვდა კიდევ 5 კონკურსანტი.

ჟიურის გადაწყვეტილებით კი კატეგორიაში პროფესიონალი, გაიმარჯვა თამუნა ტაბატაძემ, რომელმაც წნორის ხასიათი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა. მოყვარულის კატეგორიაში კი გორიდან, ანუკი გუგუტიშვილის ვიდეო დასახელდა საუკეთესოდ.

65 ფოტო და ვიდეო მასალიდან, სამი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეირჩა 8 ნამუშევარი. გამარჯვებულ ავტორებს ფულადი პრიზები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

კომპანია „ბორჯომის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი #ქალაქიხასიათით იყო სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. მისი მიზანი საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა იყო. "ბორჯომი", რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ერთ-ერთი გამორჩეული ქართული კომპანიაა, ამ მიმართულებით ახორციელებს ბევრ საინტერესო პროექტს. კერძოდ: ზრუნავს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენაზე, ბორჯომში დაფუძნებული აქვს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს, პროფესიული განათლების მიღების საშუალებას აძლევს და ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგანში მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის, ეს ყველაფრი კი მათთვის სრულიად უსასყიდლოდ. კომპანია "ბორჯომი" აგრეთვე, აჯილდოვებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს. შემოქმედებითი კონკურსი #ქალაქიხასიათით კი იყო ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც CSR-ის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის ნაწილი იყო.

მოკლე განმარტება: CSR არ არის კანონით დაკისრებული ვალდებულება. ეს არის კომპანიის კეთილი ნება და ეთიკური მოქმედება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.